მეტი კონკრეტულობა იდეებზე
რას გავაკეთებდით პირველ რიგში თქვენი საერთო მხარდაჭერით:
- უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პარლამენტში ლუსტრაციის კანონის მიღების მოთხოვნა;
- საზოგადოებრივი ცენტრების დაარსება – ყოველი არჩეული დეპუტატი, რომელიც „თავისუფალი არჩევანი“-ს წევრია, ვალდებული იქნება ყოველი დღე (არა სასესიო კვირის) ნახევარი ან სრული სამუშაო დღე დაუთმოს მოქალაქეებს, უშუალო შეხვედრებით, სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფით, ა.შ.
- ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და ფასეულობების დაცვა, ყოველდღიურობაში და არა მხოლოდ ქაღალდზე.
- ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მიმართულებები უნდა ემყარებოდეს კერძოს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და მეწარმეთა შესაძლებლობების განვითარებას, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკას და სახელმწიფოს მხრიდან მინიმალურ ჩარევას ბიზნესის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით.
- ქვეყნის შიდა ადმინისტრაციული მოწყობა უნდა იყოს უნიტარული (საფრანგეთის მოდელის მსგავსი, საქართველოს ისტორიის, მოქალაქეთა ეთნიკური შემადგენლობისა და ტერიტორიული დავების გათვალისწინებით ა.შ.) ძლიერი ცენტრით და ასიმეტრიულად დაბალანსებული ძლიერი რეგიონებით, ადგილობრივ დონეზე მაქსიმალური დეცენტრალიზაცია.
- ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი ბიუჯეტი და ადმინისტრირების უფლებამოსილება, არჩევითობის პრინციპის დაცვით.
- მოძრაობა მხარს უჭერს სახელმწიფოს დასავლური კულტურისკენ მისწრაფებას, ეროვნული ინტერესებს და თვითმყოფადობის გარანტიების სრული დაცვით.
- მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ინტეგრაციის პროცესს ევრო – ატლანტიკურ სტრუქტურებში, ვიზიარებთ იმ მოსაზრება-საც, რომ საქართველომ, უნდა აწარმოოს დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკა, იქონიოს კულტურულ – სოციალური, პოლიტიკურ – ეკონომიკური ურთიერთობანი უშუალო მეზობლებთან.